• October

    21

    2024
  • 84
  • 0
ანგაჟირებული ფსევდო პროევროპული აქცია ,,ნაცხროვის” იმედებს ვერ გაამართლებს

ანგაჟირებული ფსევდო პროევროპული აქცია ,,ნაცხროვის” იმედებს ვერ გაამართლებს

დაანონსებული მარში, კარგად ჩვეული ტონი ტრიბუნასთან და რეგიონ-რეგიონ მობილიზებული ხალხი მცირე რაოდენობით. ასე გამოიყურებოდა ,,მარში ევროპისთვის”, რომლის ორგანიზატორთა ვინაობა უცნობია.

თუმცა თუ ტრიბუნასთან გამომსვლელი სპიკერებითა და გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, ორგანიზატორებად რადიკალები და მათი უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები უნდა ჩაითვალონ, რომელთა აქტიურობა გუშინდელ მარშზე საკმაოდ შესამჩნევი იყო. ტრიბუნასთან არა, მაგრამ სცენის მიღმა იყო განლაგებული კოლექტიური ,,ნაცმოძრაობა” თავიანთი საარჩევნო ატრიბუტიკით. სხვას არა, მაგრამ სცენის დაკავების ბედნიერება ნამდვილად ხვდა წილად დასავლეთიდან მართულ და კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, რომელმაც ტრიბუნიდან ბევრი ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ მარშის არაოფიციალური ორგანიზატორები რადიკალები და ენჯეოები არიან, ისინი უპასუხოდ ტოვებენ კითხვას თუ ვინ დააორგანიზა მარში.

ის რომ რადიკალები არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან, ეს არ ახალია. სწორედ ამიტომ რადიკალებმა ამით გენერალური რეპეტიცია გაიარეს და მოსინჯეს თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა მარშზე იმის გასაანალიზებლად, რომ მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, რა რაოდენობის ხალხის გამოყვანას შეძლებენ ქუჩაში. ის რომ ეს ყველაფერი ფარსია და ამ მარშს ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ ააქვს, კარგად იციან სახელისუფლებო გუნდში.

როგორც ,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რადიკალების შეკრებამ კიდევ ერთხელ აჩვენა საით სურს ამ ძალებს ქვეყნის წაყვანა.

ზარქუა აქცენტს მარშში ,,თბილისი პრაიდის” მონაწილეობაზე აკეთებს და ამბობს, რომ სწორედ ,,ლგბტ” პროპაგანდა არის ბრძოლის მთავარი ხაზი.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor