• June

    10

    2025
  • 57
  • 0
ანდრეი სიბიგა – რუსეთი უარყოფს ნებისმიერ შინაარსიან სამშვიდობო ძალისხმევას, უნდა დაეკისროს ახალი, გამანადგურებელი სანქციები, მოცდის დრო აღარ არის

ანდრეი სიბიგა – რუსეთი უარყოფს ნებისმიერ შინაარსიან სამშვიდობო ძალისხმევას, უნდა დაეკისროს ახალი, გამანადგურებელი სანქციები, მოცდის დრო აღარ არის

რუსეთის მიერ უკრაინის ღამით დაბომბვის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ადნრეი სიბიგა რუსეთზე ზეწოლის დაუყოვნებლივ გაძლიერებას ითხოვს.

სიბიგას თქმით, ასობით დრონისა და ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით, ღამით კიევსა და ოდესაზე, შესაძლოა, ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანეს.

„რუსეთმა დარტყმა განახორციელა სამშობიაროზე და ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობებზე, მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები. რუსეთი უარყოფს ნებისმიერ შინაარსიან სამშვიდობო ძალისხმევას და უნდა დაეკისროს ახალი, გამანადგურებელი სანქციები. უკვე ახლა. აღარ არის მოცდის დრო“, – დაწერა, სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში.

სიბიგას განცხადებით, ყველაზე სენსიტიურ სფეროებს შორის არის ენერგეტიკა, მათ შორის ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება, საბანკო სფერო, ასევე მეორადი სანქციები.

„ეს სანქციები მიმართულია არამხოლოდ უკრაინის მხარდასაჭერად, ისინი მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისთვის. ასეთი ეკონომიური შეზღუდვები ართმევს დაფინანსებას რუსეთის ომის მანქანას, რომელიც მომართულია არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მათ წინააღმდეგ. თანაბრად მნიშვნელოვანია, ასევე, ნაბიჯები უკრაინის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობების მიწოდება“, – წერს სიბიგა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor