• September

    12

    2023
  • 202
  • 0
ანზორ ჩუბინიძე: საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება მოხდა კერძო პირის მიერ და ეს პიროვნება არის ტარიელ ღარიბაშვილი

ანზორ ჩუბინიძე: საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება მოხდა კერძო პირის მიერ და ეს პიროვნება არის ტარიელ ღარიბაშვილი

თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერულ რეისში პრემიერ-მინისტრის მამის ტარიელ ღარიბაშვილის მიერ გადახდილია 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტს განუმარტა.

ჩუბინიძის განცხადებით, ტარიელ ღარიბაშვილის მხრიდან თანხა წინასწარ არის შეტანილი და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.

“საზოგადოებას მინდა დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე არის გაკეთებული შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს შესაბამისი ლარის კურსით. თანხა არის წინსწრებით გადახდილი და შესაბამისად, არის სავარაუდო. იგი, შესაძლებელია, მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. ამის შემდეგ, წარმოდგენისთვის მას სჭირდება ხოლმე შესრულებიდან დაახლოებით, თვე – თვენახევარი და წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას.

ვფიქრობ, რომ გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე დავალების მოცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარუიშსწორება მოხდებოდა არა საბიუჯეტო სახსრებით. დღეს მე საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარისშორება მოხდა კერძო პიროვანზორ ნების მიერ და ეს პიროვნება არის ტარიელ ღარიბაშვილი,” – განაცხადა ჩუბინიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor