
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა სუს-ის პირად შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.
„მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული პატივისცემა და მხარდაჭერა დავუდასტურო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას, მის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ღირსეულად და თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენი სამშობლოს და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.





