• September

    14

    2023
  • 105
  • 0
ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ერდოღანთან, ზელენსკისთან და ლავროვთან „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის საკითხზე შეხვედრას გამართავს

ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ერდოღანთან, ზელენსკისთან და ლავროვთან „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის საკითხზე შეხვედრას გამართავს

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, გაერო-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის მიზნით, მომავალ კვირაში შეხვდება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვს.

„გადაწყვეტილი მაქვს, ყველაფერი გავაკეთო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღსადგენად“, – განუცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს.

გუტერეშის თქმით, შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება, თუმცა მას კონკრეტული დრო არ დაუსახელებია.

როგორც მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად დაესწრება მსოფლიო ლიდერების გლობალურ შეკრებას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor