• December

    5

    2024
  • 176
  • 0
ანუკი კანკია – პირველ ფოტოზე მე და 59 წლის მამაჩემი ვართ, მეორეზე ასევე მამაჩემია, თუმცა პირადი მონაცემები სხვისია, მითხრა, სპეცრაზმისთვის ასაკი აღარ მიწყობს ხელსო, ადამიანების შევიწროება კარგი ამბავი არ არის

ანუკი კანკია – პირველ ფოტოზე მე და 59 წლის მამაჩემი ვართ, მეორეზე ასევე მამაჩემია, თუმცა პირადი მონაცემები სხვისია, მითხრა, სპეცრაზმისთვის ასაკი აღარ მიწყობს ხელსო, ადამიანების შევიწროება კარგი ამბავი არ არის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანუკი კანკია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მამის, გოჩა კანკიას ფოტოს და გაყალბებულ პირად მონაცემებს „ტელეგრამში“ ავრცელებენ. ანუკი კანკიას თქმით, გოჩა კანკიას ფოტო სპეცრაზმელებს შორის ქვეყნდება.

„გამარჯობა, პირველ ფოტოზე მე და 59 წლის მამაჩემი გოჩა კანკია ვართ. მეორე ფოტოზე, რომელიც ტელეგრამში გავრცელდა, ასევე მამაჩემი გოჩაა, თუმცა პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი და მამის სახელი სხვისია.

ამ ქვეყნად ცოტას ვიცნობ ისეთს, ვისაც შეიძლება, მასზე ძალიან უყვარდეს სამშობლო. ჰოდა, დღეს მთელი დღის განმავლობაში მის ამ ფოტოს ჩათიდან ჩათში დაატარებენ – ხან რუსს, ხან სამშობლოს მოღალატეს და რა ვიცი კიდევ რას აღარ ეძახიან.

ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა, სპეცრაზმისთვის ცოტა ასაკი აღარ მიწყობს ხელსო…

სამშობლოს სიყვარულის სახელით ტყუილის გავრცელება, ადამიანების შევიწროება, მტრად გამოცხადება და მსგავსი ფაშისტური მიდგომები კარგი ამბავი არ არის და იმედია ამ ჭეშმარიტებაზე ყველა ვთანხმდებით!“,- წერს ანუკი კანკია სოციალურ ქსელში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor