
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ანჯეი დუდა – ეს ომი როგორღაც უნდა დასრულდეს
ეს ომი როგორღაც უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ინტერვიუში, რომელიც დუდამ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია „რესპუბლიკას“ მისცა, აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სურს, დაასრულოს უკრაინაში სისხლისღვრა.
„რუსეთს უკრაინის დამარცხების უფლება არ უნდა მივცეთ“, – აღნიშნა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, „ამერიკის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ვერ გადაიტანს ამ ომს“. დუდამ აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „ომი დამთავრდეს სამართლიანი მშვიდობით, რომელიც გაგრძელდება“.





