• June

    17

    2025
  • 323
  • 0
არაბული და მუსლიმური ქვეყნების 20 საგარეო საქმეთა მინისტრი შეშფოთებას გამოთქვამს რეგიონში სახიფათო ესკალაციის გამო და მხარეებს დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს

არაბული და მუსლიმური ქვეყნების 20 საგარეო საქმეთა მინისტრი შეშფოთებას გამოთქვამს რეგიონში სახიფათო ესკალაციის გამო და მხარეებს დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს

არაბული და მუსლიმური ქვეყნების 20 საგარეო საქმეთა მინისტრი ერთობლივ განცხადებაში ირანზე ისრაელის თავდასხმებს გმობენ, განცხადებაში დიპლომატები „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რეგიონში სახიფათო ესკალაციის გამო“ და „ადასტურებენ სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებისადმი პატივისცემის აუცილებლობას, მოუწოდებენ ყველა მხარეს მშვიდობიანი გზით მოაგვარონ დავები“.

ასევე, მინისტრების განცხადებაში საუბარია ბირთვული იარაღისა ყოველგვარი მასობრივი განადგურების იარაღისგან თავისუფალი ახლო აღმოსავლეთის შექმნის აუცილებლობაზე. მინისტრები ასევე მოუწოდებენ ქვეყნებს, შეუერთდნენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას.

„კონფლიქტი უნდა გადაიჭრას არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ ეგვიპტის, იორდანიის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ბრუნეის, თურქეთის, ჩადის, ალჟირის, კომორის კუნძულების, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ჯიბუტის, საუდის არაბეთის, სუდანის, სომალის, ერაყის, ომანის, კატარის, კუვეიტის, ლიბიისა და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor