
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზის სექტორში 16 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზის სექტორში გამთენიის შემდეგ 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია აქვეყნებს.
მედიის ცნობით, ქალაქ ღაზაში თავდასხმებს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა გაერო-ს სკოლებზე, სადაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები იმყოფებოდნენ.
როგორც მედია წერს, 1.3 მილიონზე მეტი პალესტინელი, მათ შორის 350 000 ბავშვი, რჩება ქალაქ ღაზაში და მის ჩრდილოეთ ნაწილში, ისრაელის დაბომბვისა და იძულებითი ევაკუაციის ბრძანებების მიუხედავად.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების გამო კიდევ შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ორი ბავშვი.





