• November

    4

    2025
  • 34
  • 0
არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა

არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1952 წელს დაბადებული მ.ნ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor