
ექსკლუზივი : არის თუ არა თათა გიორგობიანის ,,SEU”-ს ფსიქოლოგიის მაგისტრის დიპლომი ფარული გარიგების შედეგი ?
როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია ჩვენ გამოვაქვეყნეთ კრიტიკული სტატია სათაურით : ( იხ https://geonews.org.ge/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%97/) , რომელშიც მომღერალი თათა გიორგობიანის ფსიქოლოგად ,,ქცევის” ამბავი მოვუთხრეთ მკითხველს. რა დროსაც დავეყრდენით ჩვენი წყაროს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბენდის გოგონას, თათას, ფსიქილოგად ,,გარდაქმნაში” გავლენიანი მფარველის კვალი იკვეთებოდა.
მაღალი ჟურნალისტური სტანდარტიდან გამომდინარე, მასალის მომზადების პროცესში არაერთგზის მივეცით შესაძლებლობა მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე პასუხი გაეცა. მიუხედავად ამისა, ამ სუბიექტმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. სამაგიეროდ, მასალის გამოქვეყნებიდან არასრულ ორ კვირაში საკუთარი ,,გამპრავებლები” რიგითი გამპრავებლების სახით მოგვიგზავნა, რომლებმაც მასთან დაკავშირებით დადებულ პოსტზე უაზრო ბრალდებების კორიანტელი დაახვავეს, ხოლო თავად ბრალდებულმა საჯაროდ კვლავ დუმილი არჩია, თუმცა ჩუმად და ჩურჩულით საკუთარ მფარველთან და კეთილისმსურველებთან ჩვენი მედიის გაშავება სცადა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინფორმაცია ამ სუბიექტის არაკეთილსინდისიერი გზებით ფსიქოლოგად ,,გადაქცევის” თაობაზე საყურადღებო და გადამოწმებადია. მით უფრო, იმ არაჯანსაღი ამბიციის გათვალისწინებით, როდესაც სულ ახლახან ,,სეუ” დამთავრებული ბენდის გოგონა სხვადასხვა ეთერებით ლამისაა ფსიქოლოგიის გურუდ გამოაცხადონ. უფრო მეტიც, ამ მოყვარულის და ფსევდო ფსიქოლოგის გაქანება იქამდეც კი მიდის, რომ სხვებს იწვევს დასატრეინინგებლად. ეს კი, ჩვენი აზრით, საკმაოდ საფრთხისშემცველია. მით უფრო, მაშინ როდესაც ,,სეუ”-ში მან სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით მიიღო მაგისტრის დიპლომი ბაკალავრი ტურ-მენეჯერის ზედნაშენი და ახლოსაც არ ჩაუვლია კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრატურასთან, რომელიც სულ მინიმალური პირობაა იმისთვის, რომ პაციენტების ქცევის კორექტირებას შეუდგე.
ბენდის გოგონას ასეთი ქცევა უნებლიედ გვაფიქრებინებს, რომ თავად ,,სეუ”-შიც აკადემიური სწავლის სტანდარტები საკმაოდ ,,დაკოჭლებულია”. რამეთუ, თავად ძვირფასი თათას საჯარო პოსტებიდან ვლინდება, რომ გამოცდებს და ჩათვლებს კონცერტებს შორის პაუზებში სცენაზე მიჯღაპნილი ესემესებით აბარებდა. და ჰოი, საოცრებავ ,,სეუ”-ც იბარებდა. ზუსტად ამიტომაა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა წყარომ კონფიდენციალურად მოგვაწოდა თავად ინფორმაციის სუბიექტის ,,თავაწყვეტილი” ქცევით ფაქტობრივად დაადასტურდა და ალბათ, საკუთარი მფარველის თბილ მზის სხივებში ნებივრობისას თავი მასთან გააიგივა და ჩათვალა, რომ მასაც შეუძლია გამოსცეს, ან მინიმუმ რეფლექტირება მოახდინოს თავისად დაგულებული მზის სხივებისა. რაც იმდენად ფეიკია, რომ ეს ,,შიშველი” სიმართლე ყველასთვის ხილულია. მისი მოდულები ტრენინგისას, რომელშიც ნომერ პირველ ტრენერად არის მითითებული, მათ შორის, მოიცავს მიზნისაკენ გზის გაკვლევასა და თვითმოტივირებას, ამ მოდულის აკადემიური ნაწილი გვერდზე, რომ გადავდოთ, ალბათ მკითხველი იოლად მიხვდება რა სახითა და ფორმებით გზის გაკვლევაზე შეუძლია მისცეს რეკომენდაცია ბენდის სექსულურმა გოგონამ.
სავარაუდოდ, ყველა ის კომპლექსი, რაც მას აწუხებს იძულებულს ხდის მუდმივად დაცვის პოზიციაში იყოს და იმას წარმოისახავდეს, რაც მისთვის სასურველია, ამ შემთხვევაში ეს სუბიექტი მის მიმართ შურით განწყობილ ადამიანთა არმიას საკუთარ ფსიქიკაში აგენერირებს და მერე ამ ილუზორულ მტერს საჯარო პოსტებით ებრძვის, რა დროსაც ფროდისა არ იყოს, უნებლიედ ყველა თავის კომპლექსზე და ფობიაზე ღიად საუბრობს. იქნება ეს პლასტიკური ოპერაციის კვალი მის სახეზე, თუ არარსებული ბოღმა და შური მის მიმართ. ეს რომ პრობლემაა არაერთი დარგის პროფესიონალის მიერ არის აღიარებული. მათ შორის, ჩვენმა ერთ-ერთმა ბოლო რესპონდენტმაც პროფესორმა ელენე ჯაფარიძემ, რომელსაც 20 წლიანი პროფესიული გამოცდილება უმაგრებს ზურგს ჩვენთან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკუთარი თავის იმად გასაღება, რაც არ ხარ, არა მარტო შენს პაციენტს, არამედ თავად შენც გაზარალებს. ამიტომაც, რათა ნიღაბი ბოლომდე ავხადოთ და მისი ,,ლამაზი და საყვარელი” გოგონას ფსევდო იმიჯი გავაცამტვეროთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება კიდევ უფრო ღრმად დაინტერესდება ბენდის გოგონას უჯრებში დამალული ძველი ,,ჩონჩხებით”, კონკრეულად კი იმით, ნამდვილად ჩააბარა თუ არა მან შესაბამის სსიპ-ში მაგისტრატურაზე სწავლისთვის აუცილებელი სახელმწიფო გამოცდა და ასევე იმით, რა სპეციფიური ჟურნალისტური უნარებისათვის გაამწესა ,,პოსტ ტვ”-იმ ის საღამოს გადაცემის თანაწამყვანად გადაცემაში ,,საღამოს პოსტი” და რა დამსახურების გამო უთმობს იგივე ტელევიზია ,,ფსიქოლოგ” თათას მოსახლეობის დამოძღვრისთვის დილის ეთერებში დროს. ყველაფერი ეს და კიდევ ბევრი სხვა ჩვენი სპეციალური კვლევის საგანი გახდება, მათ შორის ისიც ,,სეუ”-ს ნამდვილად ისეთი დაბალი სტანდარტები აქვს, რომ სტუდენტებს მესიჯად მოწერილი ტექსტის გამო ჩათვლებს უწერს, თუ ეს პრივილეგია ექსკლუზიურად ბენდის გოგოს მიანიჭეს.
,,GEO NEWS” კვლავაც არ ასახელებს ბენდის გოგონას მფარველს, არა იმიტომ, რომ მისი დიდი გავლენები ჩვენთვის უცნობია, არამედ კვლავ ითვალისწინებს, რომ მისი გამჟღავნებით შესაძლოა, სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესს უნებლიედ ზიანი მიაყენოს, ამიტომაც სჯობს ყველამ საკუთარი საქმე ვაკეთოთ, გავლენიანმა მფარველმა საკუთარი გავლენები სახელმწიფოს კეთილდღეობას მოახმაროს, ბენდის გოგონამ კი, იმას მიხედოს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის და ეს ფსიქოლოგობა ნამდვილად არ არის.
( გაგრძელება იქნება )
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი




