
- By Keti Khomeriki
- In ინტერვიუ, პოლიტიკა, სიახლეები
არის თუ არა ლავროვის განცხადება გულწრფელი და დაეხმარება თუ არა ,,ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიას ?
რამაზ საყვარელიძე :,,ოსებისა და აფხაზების საზოგადოებამდე ივანიშვილის ნაქვამი უფრო მივა და ის ხალხიც დაფიქრდება იმაზე, არის თუ არა ასეთი შეურიგებლობა გამართლებული”
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხმაურიანი განცხადება, სადაც სერგეი ლავროვი საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის შუამავლობით ურთიერთობის ნორმალიზებას სთავაზობს, დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის მთავარი თემაა.
სერგეი ლავროვის განცხადება ,,GEO NEWS”-თან ინტერვიუში ექსპერტ რამაზ საყვარელიძემ შეაფასა.
,,ჩვენ როგორც ლავროვის, ასევე რუსეთის სხვა წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი განცხადებები ადრეც მოგვისმენია. მათ მხრიდან მსგავსი განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა. მაშინ როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები და იქ განლაგებული ჰყავს ჯარი, ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ეს განცხადება არის სიტუაციის პროვოცირება. რომლის მთავარი მიზანი ჩემი აზრით არის ის, რომ ოპოზიციაში გაჩნდეს ფორმულა, რომ აი, რუსეთი ხელს უწყობს ,,ქართული ოცნების” პოლიტიკას”,– განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ჩვენს კითხვაზე ამ კონკრეტული განცხადების შემდეგ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოფიციალურმა თბილისმა და უნდა განიხილოს თუ არა აღნიშნული საკითხი საქართველოსა და რუსეთის პირველმა პირებმა, რამაზ საყვარელიძე პასუხობს : არ შეიძლება აღნიშნული საკითხი, არც პირველმა პირებმა და არც ნებისმიერმა სხვა კომპეტენტურმა პირებმა რაიმე დონეზე განიხილონ. რადგან რუსეთს საქრთველოს რეგიონები ოკუპირებული აქვს და ამ ფონზე თუ თანხმდები მოლაპარაკებებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ აღიარებ ოკუპაციას.
ჩვენთან ინტერვიუში რამაზ საყვარელიძემ ასევე შეაფასა რამდენიმე კვირის წინ გორში ,,ქართული ოცნების,, საარჩევნო სიის პირველი ნომრის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, სადაც ივანიშვილმა სამშვიდობო პოლიტიკის კონტექსტში აფხაზებისა და ოსების მიმართ ბოდიშის მოხდა ახსენა.
ექსპერტის თქმით, ბოდიშის მოხდა ქართულ მხარეს აქამდეც უხსენებია.
მისივე თქმით, ახლა რუსეთი და ნებისმიერი მხარე ყველაფერს იყენებს იმისთვის რომ შეუტიოს საქართველოს.
,,და ეს ფრაზა – ბოდიში ოპოზიციამ სათავისოდ გამოიყენა. იცით, ბოდიში ორივე მხარეს აქვს მოსახდელი, რადგან კონფლიქტში ჩაერთვნენ. ფრაზა ბოდიში ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების,, მხრიდან უხერხულ დროს არის ნათქვამი. თუმცა მეორესმხრივ, ეს შეიძლება კარგიც არის რაც თქვა ივანიშვილმა, რადგან ოსებისა და აფხაზების საზოგადოებამდე ივანიშვილის ნაქვამი უფრო მივა. და ის ხალხიც დაფიქრდება იმაზე, არის თუ არა ასეთი შეურიგებლობა გამართლებული“,- განაცხადა ,,GEO NEWS,,-თან ინტერვიუში ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ.
ირაკლი გუნია