
არის თუ არა მომღერალი თათა გიორგობიანის ფსიქოლოგობა გავლენიანი მფარველის პროექტი ?
სინდისის ფსევდო-სარკე
ფსიქოლოგის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროფესიაა. ფსიქოლოგი, რომელიც ადამიანებთან მუშაობს, მათ ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, ფსიქოლოგს უნდა ჰქონდეს ღრმა ცოდნა ფსიქოლოგიის თეორიებსა და პრინციპებში, ასევე, პრაქტიკული გამოცდილება და უნარები, რათა ეფექტურად დაეხმაროს ადამიანებს.
ფსიქოლოგის პროფესია მოითხოვს მუდმივ განვითარებასა და სრულყოფას. ფსიქოლოგი უნდა იყოს ინფორმირებული თანამედროვე კვლევებისა და ტენდენციების შესახებ, რათა შესძლოს ეფექტური დახმარების გაწევა. გარდა ამისა, ფსიქოლოგი უნდა იყოს ემპათიური, მომთმენი და ყურადღებიანი, რათა შესძლოს ადამიანებთან ნდობის ჩამოყალიბება და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა.
სამწუხაროდ, ხანდახან გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ფსიქოლოგის პროფესიას არასერიოზულად და უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან. მათ შეიძლება არ ჰქონდეთ შესაბამისი განათლება და გამოცდილება, ან, უბრალოდ, არ იყვნენ მზად იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ამ პროფესიასთან არის დაკავშირებული. შედეგად, მათ შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს ფსიქოლოგის პროფესიის საჭიროების შესახებ და პატივს სცემდეს პროფესიონალ ფსიქოლოგებს, რომლებიც თავიანთ საქმეს სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ განასხვავოს პროფესიონალი ფსიქოლოგი არაპროფესიონალისგნ, რათა არ გახდეს „მოყვარულის” მსხვერპლი.
ვიმეორებ, ფსიქოლოგის პროფესია – ეს არის პროფესია, რომელიც მოითხოვს დიდ ცოდნას, გამოცდილებას და პასუხისმგებლობას. ფსიქოლოგი, რომელიც ადამიანებთან მუშაობს, მათ ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგები იყვნენ პროფესიონალები, რომლებიც თავიანთ საქმეს სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
მე მახსენდება მიხა სააკაშვილის ბევრი ცოლებიდან ერთ-ერთი, კონკრეტულად სანდრიუშა, რომელიც ფსიქოლოგობას სწავლობდა მას მერე, რაც მიხა დაუჭირეს. თუმცა, ისიც არ გაკადნიერებულა, საკუთარი თავისთვის ფსიქოლოგი ეწოდებინა და ხალხის დამოძღვრა დაეწყო. აი, ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი კი, თათა, თუ თათია, თუ თამარ გიორგობიანი „ღამის შოუს“ ბენდიდან, უკვე ისე გაკადნიერდა, რომ მთელ ერს გვმოძღვრავს „პოს ტვ“ -ის ეთერებიდან და არ ვიცი კიდევ საიდან, იმაზე, ქორწინებაში როგორები ვიყოთ, სიმშვიდე როგორ შევინარჩუნოთ და ამდაგვარი უსასრულოდ.
ერთი სიტყვით, საოცრად „გაუტკბა“ ფსიქოლოგობანას თამაში და ქმრის „მოყვანის“ შემდეგ, რაც ასევე მთელ საქართველოს გვაჩვენეს ტელე-ეთერით, მგონი თავადაც დაავიწყდა საკუთარი ბიოგრაფია და ის კომპრომისებით სავსე გზა, რაც აქამდე განვლო.
მე, ზემოთ უკვე დავწერე, თუ როგორი უნდა იყოს ფსიქოლოგი, რაც ჩემი ერთ-ერთი პროფესიაცაა, როგორც მოყვარულის, თუმცა ფსიქოლოგს არასოდეს ვუწოდებ საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ თათას წონა და მეტი წიგნი მაქვს წაკითხული და რაც მთავარია, გაგებულიც. და კიდევ , ნამდვილ პროფესიონალ ფსიქოლოგებთან ვმეგობრობ და მათი თათაზე, თუ თათიაზე გამწარებული მონათხრობის მერე, გადავწყვიტე თათასთვის რაღაცეები საჯაროდ შემეხსენებინა, იმედია მწარე სიმართლე, რომელიც კორტასარისა და ბორხესის სტილში დავუწერე, ოდნავ მაინც დააფიქრებს, რომ ამ ქალაქში ვართ ისეთებიც, ვისაც ვერ მოგვატყუებ და თვალში ნაცარს ვერ შეგვაყრი…
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ფსიქოლოგი, რადგან ჩვენ გვაქვს სპეციალური რუბრიკა, რომელშიც პროფესიონალი ფსიქოლოგების ინტერვიუებს გთავაზობთ. ამის დასანახად ამ რუბრიკით გასული ბოლო ინტერვიუს ნახვაც საკმარისია, სადაც ექსტრა კლასის ფსიქოლოგი, ქალბატონი ელენე ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ უკვე 20 წელია, რაც ამ პროფესიაშია და მისთვის მიუღებელია ფილისტერებისა და მოყვარულების ფსიქოლოგის პროფესიაში თავის აგდება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თათა გიორგობიანს ტურიზმის მიმართულებით აქვს რაღაც განათლება, მაგრამ, რაც შეეხება ხარისხს და ცოდნას ფსიქოთერაპიაში, ამაზე ინფორმაცია არ არსებობს ( მხოლოდ ,,დიპლომი” )… უფრო მეტიც, ფრიად საეჭვოა, რომ სათანადო ინფორმაციის მოწოდებაზე ჩვენს თხოვნას თავად თათამ იგნორით უპასუხა და ვერც მისი ქმრის საშუალებით მისთვის შეთვლილ კითხვებზე მივიღეთ რაიმე პასუხი ან კომენტარი.
იანუსი – ნამდვილი ამბავი რაშიც ნამდვილი არაფერია
ქალაქში ახალი ფსიქოლოგი გამოჩნდა. ფსიქოლოგი, რომლის ფოტოებს ისტაგრამზე ათასობით მოწონება ჰქონდა, რომელსაც გადაჭრელებული ბანერები ჰქონდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და რომელიც თავის პაციენტებს თვალებში უცქერდა ისე, როგორც მაყურებელს უცქერდა მაშინ, როცა სცენაზე ბენდის წევრებთან ერთად ნახევრადშიშველი მღეროდა. მას თათია ერქვა.
თათიას ყოველთვის სჯეროდა, რომ ყველაფერი, რაც კარიერისთვის სჭირდებოდა, სწორი ადამიანების პოვნა იყო. სიმღერით დიდება ვერ მოიპოვა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ისწავლა – როგორ მოეხიბლა ისინი, ვისაც ძალაუფლება ჰქონდა.
ერთ დღეს, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როცა ის, როგორც კულუარებში ამბობენ, ერთ-ერთი გავლენიანი თანამდებობის პირის კაბინეტში აღმოჩნდა. ამ პირმა, რომელიც უკვე ცნობილი იყო თავისი „მფარველობით“, გადაწყვიტა, რომ თათია ფსიქოლოგი უნდა გამხდარიყო. არა იმიტომ, რომ თათიას განათლება ჰქონდა, ან ნიჭი – უბრალოდ, ეს მისი მორიგი კაპრიზი იყო. მას ამის ძალა ჰქონდა და მისი სურვილი უსიტყვოდ სრულდებოდა.
თათიას სახელი მალე ყველგან გაჟღერდა : ინტერვიუები, სატელევიზიო გადაცემები, ფსევდო-აკადემიური პუბლიკაციები, რომლებიც სხვებმა მის ნაცვლად დაწერეს. მაგრამ თათია ფსიქოლოგი არ იყო – ის უბრალოდ თამაშობდა ამ როლს, როგორც სცენაზე თამაშობდა მაცდური მომღერლის როლს.
თათიას ცხოვრება ხანგრძლივი სპექტაკლი იყო, ამ დრომდე, რომლის კულისებშიც მხოლოდ ფულითა და კავშირებით აგებული სიცრუე იმალებოდა, მაგრამ სპექტაკლები ადრე თუ გვიან მთავრდება – და როცა საზოგადოება მიხვდება, რომ თათია არა ფსიქოლოგი, არამედ გავლენიანი კაცის პროექტია, მისი იმიჯი იმავე სისწრაფით დაიშლება, როგორითაც აიგო.
როცა ყველაფერი დაინგრევა, თათია კვლავ დარჩება იმად, რაც თავიდანვე იყო – გოგონა, რომელსაც სხეულის გარდა არაფერი ჰქონდა, მაგრამ სცენიდან ფარდის ჩამოშვების შემდეგ, ეს აღარავის დააინტერესებს.
დასასრულ, ორიოდე სიტყვით რატომ შევეხეთ თათა გიორგობიანისა და გავლენიანი პირის პირად ურთიერთობას, რაც გარკვეულ წრეებში ისედაც ბევრისთვისაა ცნობილი, თუმცა, სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით, მფარველის სახელს არ ვასაჯაროებთ და პირადს პირადად ვტოვებთ….ჩვენ არ ვართ ყვითელი მედია. მსგავს თემებზე ჩვენ არ ვწერთ, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ამ მასალის გამოქვეყნება გვაიძულა თავად ბევრი ღირსეული ფსიქოლოგის ჩვენთან გაზიარებულმა გულის ტკივილმა და ზრუნვამ იმაზე, რომ მართლაც საჭიროების მქონე პაციენტები არ მოტყუვდნენ და არ დარჩნენ არაკვალიფიციური მკურნალობით დაზარალებულები. გავლენიანი მფარველების მიერ შექმნილი თოჯინები ფსიქოლოგიაში და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის კრიტიკულ სფეროში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდნენ ! ნამდვილი პროფესიონალები უნდა იყვნენ დაფასებულები, რაც სამართლიანიცაა და უსაფრთხოც.
( გაგრძელება იქნება )
გიორგი კორძაძე, თამთა მაისურაძე
,,GEO NEWS”