• September

    29

    2024
  • 149
  • 0
არის თუ არა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება მშვიდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი ?

არის თუ არა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება მშვიდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი ?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გუშინდელ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ,,Geo Nes”-მა ამ საკითხის შეფასება ექსპერტ რამაზ საყვარელიძესა და ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტს, ვლადიმერ ხომერიკს ექსკლუზიურად სთხოვა. 

-ბატონო ვლადიმერ, როგორ შეაფასებთ ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთი მზადაა საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს…ქართველი ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ არ შეიძლება აღნიშნული საკითხი, არც პირველმა პირებმა და არც ნებისმიერმა სხვა კომპეტენტურმა პირებმა რაიმე დონეზე განიხილონ, რადგან რუსეთს საქართველოს რეგიონები ოკუპირებული აქვს…

-სამწუხაროდ, რამაზ საყვარელიძე თავის შეფასებებში ცდება. მაშინ გვითხრას თავად როგორ ხედავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ? თუ ეს საკითხი მოლაპარაკებით არ გადაწყდება, მაშინ საომარი გზით გადაწვეტა რჩება….?! და საერთოდ ახლა საკითხი ბიძინას და ,,ქართულ ოცნებას” კი არ ეხება, არამედ თავად საქართველოს ბედს და აშშ-გან უპრეცედენტო ზეწოლას. აშშ-ს საქართველოს კოლონიად გადაქცევა, თავის გავლენის ქვეშ მოქცევა და ხელისუფალთა დაფაზე პაიკებივით გადააწყობა სურს.

რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, ის არ ეხება საქართველოს არჩევნებს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ისედაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში ,,ქართული ოცნება” და ჯანსაღად მოაზროვნე ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აშშ-ს და ოპოზიციას ამ არჩევნების შედეგების დამახინჯება და არალეგიტიმურად გამოცხადება უნდა.

ეს ინფორმაცია ჩვენც გვსმენია…იქნებ დააკონკრეტოთ მათი გეგმები ? 

აშშ-ს გეგმაა საქართველოში რევოლუციის განხორციელება და ხელისუფლებაში მათ მიერ მართული რადიკალური ოპოზიციის მოყვანა. კორუმპირებული, არაკეთილსინდისიერი და საქართველოსა და ქართველი ხალხის მოღალატეების მობრუნება. მარიონეტების, რომლებიც იწყებენ ცეკვას მათი მელოდიით. ქვეყანა ქაოსში, შიდა სისხლიან დაპირისპირებაში და სიბნელეში უნდათ რომ დააბრუნონ. შემდეგ კი საქართველოს ომში ჩაითრევენ და ქვეყანას უბედურებამდე მიიყვანენ. მათ ჩვენი სამშობლოს, როგორც სახელმწიფოს დანგრევა აქვთ გადაწყვეტილი. აი, ეს არის ფასი, რომელსაც საქართველო გადაიხდის თუ დასავლეთის ძლიერ ზეწოლას დაემორჩილება. მოღალატე და კორუმპირებულ ოპოზიციას ფინანსებით, ტერორისტების, მებრძოლებისა და იქ არსებული მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების გამოყენებით სურს ამ სცენარის განხორციელება.

იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება არ გამოიჩენს სისუსტესა და სიმხდალეს და ბოლომდე დაიცავს თავისი ხალხის არჩევანს და ქვეყნის მომავალს, რომელიც დღეს განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და მრავალ ვექტორული პოლიტიკის პროქართულ გზაზე დგას. ხელისუფლებას შეუძლია ქვეყანა მიიყვანოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი და ეკონომიკური აღმავლობის გზით, რასაც ჩვენი ქვეყნების მშვიდობიანი თანაცხოვრება მოჰყვება. 

საქართველოს ხელისუფლებამ ეს არჩევანი უნდა გააკეთოს. ქართველმა ხალხმა და მთავრობამ, რომელიც არჩეულია ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა. მათ მთელი ძალით უნდა დაიცვან თავიანთი არჩევანი და საქართველოს მომავალი. ვიცი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ბრძენია და სწორად ესმის და აფასებს ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ ვითარებას.

იმედი მაქვს, უფრო სწორად დარწმუნებული ვარ, რომ  საქართველო სწორ არჩევანს გააკეთებს და დაიცავს თავის მომავალს. 

( გაგრძელება იქნება )

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor