• March

    17

    2025
  • 76
  • 0
”არმიელების” გადაწყვეტილებით, ”სარბიელის სინი,” სიმბოლურად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას

”არმიელების” გადაწყვეტილებით, ”სარბიელის სინი,” სიმბოლურად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა რაგბის კლუბ ”არმიას”უმასპინძლა. ”არმიელები”, სამსახურში, მათ მიერ, რუსთავის”ხარებზე” გამარჯვების შედეგად მოპოვებული ”სარბიელის სინით” მობრძანდნენ.

სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ”არმიელებს” ღირსეული გამარჯვება მიულოცა და მათ მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა. მორაგბეებმა, კობა კობალაძეს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა რაც შეიძლება დიდ ხანს შეინარჩუნონ მოგებული ჯილდო.

”არმიელების” გადაწყვეტილებით, ”სარბიელის სინი,” სიმბოლურად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას.

არმიამ”, 14 მარტს, რუსთავის ”ხარებზე” მოპოვებული გამარჯვებით, მეექვსე ადგილიდან გადაინაცვლა მეოთხე ადგილზე და ექვსეულში მოიპოვა ადგილი პლეი- ოფში სათამაშოდ.

შეგახსენებთ, რაგბის კლუბი „არმია,” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის” მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში, ”სარბიელის სინის” ისტორია, 1995 წელს იწყება, როდესაც ქართული რაგბის მემატიანემ, იმხანად კი სპორტულ გაზეთ “სარბიელის” თანამშრომელმა, ზაალ გიგინეიშვილმა ზელანდიური (1902 წელს დაარსებული) “რანფერლის ფარის” პრინციპი ქართულ რეალობას მოარგო. თავად სინი – ძველმა მორაგბემ და მოქანდაკემ, გია ჯაფარიძემ თითბრიდან გამოჭედა, დამზადების ხარჯი კი “სარბიელმა” გაიღო. მიზეზი მარტივი იყო – წლის ნებისმიერ დროს გარკვეულიყო საუკეთესო გუნდი და ჩემპიონატის რიგით მატჩებს მეტი მოტივაცია შემატებოდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor