• October

    11

    2024
  • 62
  • 0
არჩევნების შემდეგ რადიკალები ქვეყანაში 15 +/- 20 დღიანი დესტაბილიზაციის მცდელობას ზუგდიდიდან დაიწყებენ ?

არჩევნების შემდეგ რადიკალები ქვეყანაში 15 +/- 20 დღიანი დესტაბილიზაციის მცდელობას ზუგდიდიდან დაიწყებენ ?

კოლექტიური ,,ნაცმოძრაობის” გეგმა გაშიფრულია. დესტრუქციული ოპოზიცია რადიკალური ქმედებებისთვის ემზადება. ,,GEO NEWS,,-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გადამწყვეტი არჩევნებიდან მალევე, მომდევნო 15 -20 დღე რადიკალები არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავენ. 

კონფიდენციალური წყარო ძალოვანი უწყებიდან ,,GEO NEWS,, აწვდის ინფორმაციას, რომ ამ პროცესებში მოვლენების მთავარი ეპიცენტრი სამეგრელო და უფრო კონკრეტულად ზუგდიდი იქნება, საიდანაც მთელ საქართველოზე და განსაკუთრებით დედაქალაქზე შტურმის მცდელობები მოხდება. ეპიცენტრი როგორც ყოველთვის საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. შეკრებების ფორმალური მიზეზი ე.წ. გაყალბებული არჩევნები გახდება. 

,,გიმეორებთ, რომ სამეგრელოს ფაქტორს 2003 წლის მძიმე გამოცდილების ( წალენჯიხიდან წამოსული ავტობუსების კოლონა ) ხელახლა გამეორების მცდელობას ექნება ადგილი, რაც კანონის სრული სიმკაცრით აღიკვეთება, რამეთუ საქართველოს სახელმწიფოს ნამდვილად არ აქვს დესტრუქციული რყევების მოთმენის ლეგიტიმური ვალდებულება”,- აცხადებს ჩვენი კონფიდენციალური წყარო. 

მიუხედავად იმისა, რომ დესტაბილიზაცია და არეულობა რადიკალების დღის წესრიგში რჩება. მათ გეგმას განხორციელება არ უწერია. უკრაინული მაიდნის სცენარის საქართველოში გამეორება ოპოზიციის კარგა ხანია სურს, სურვილი წარსულშიც იყო და დღემდე რჩება, ამით ისინი მარცხს ვერ ეგუებიან და ქვეყნის ინტერესებზე წინ თავიანთ ვიწრო პარტიულ და პირად ინტერესებს აყენებენ.

საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, რადგან ფაქტის შესახებ ინფორმირებულია შესაბამისი ძალოვანი უწყებები და ყველა სათანადო ღონისძიება გატარდება სამოქალაქო მშვიდობის შესანარჩუნებლად. იმისთვის რომ არა ერთ გახმაურებულ საქმეებში ბრალდებული ექს მაღალშინოსნები, 7 ნოემბრის, 26 მაისისა და პატიმრების მწამებელთა შემოქმედები ქვეყნის სათავეში არ დაბრუნდნენ 26 ოქტომბერს საარჩევნო ურნასთან მობილიზება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა განვითარდეს და გააგრძელოს თავისი სამშვიდობო და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიწყო.

ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor