
არჩევნები გაყალბდა – არ გაყალბდას თემაზე სპეკულაციებს წერტილი დაესვა
არჩევნები გაყალბდა – არ გაყალბდას თემაზე სპეკულაციებს წერტილი დაესვა – ეს საბოლოო წერტილი კი თავად რადიკალურმა ოპოზიციამ დასვა.
ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის შემდეგ, სადაც არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რაზეც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიცია საუბრობდა, რადიკალები კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე სახელმწიფო დაფინანსების უფლება შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა. 11 მილიონ ლარზე მეტი კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
,,ქართული ოცნება”-6,100,000 ლარი,
,,ნაციონალური მოძრაობა”-1,556,000 ლარი,
,,გახარია საქართველოსთვის”-1,307,000 ლარი,
,,ლელო”-1,400,000 ლარი,
,,გირჩი” დაახლოებით-800,000 ლარს მიიღებს, ხოლო ,,პატრიოტთა ალიანსი” -750,000 ლარს.
საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ კოალიცია ,,ცვლილებებისთვის” განაცხადა, რომლის უარმა დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციაში კითხვის ნიშნები გააჩინა.
მიღებულ დაფინანსებაში პრობლემას ვერ ხედავს მევახშე ხაზარაძის გუნდი, სადაც აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციაა. ხაზარაძის გაერთიანებაში ახლა იმითაც ინტერესდებიან, დაფინანსებაზე გვარამიას უარის შემდეგ, რა ფინანსური წყარო აქვს კოალიცია ,,ცვლილებისთვის”.
განცხადება გაავრცელა კოალიცია ,,თავისუფლების მოედანმა”, სადაც განმარტავენ, რომ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე ისინიც უარს ამბობენ.
იქამდე სანამ რადიკალური ოპოზიცია დავობს, ვინ სწორია და ვინ არასწორი, გადაწყვეტილება პრაქტიკულად დადებულია – შვიდი გაერთიანების თანხმობა საბიუჯეტო დაფინანსებაზე, არჩევნების შედეგების აღიარებას ნიშნავს მმართველი გუნდისთვის და საზოგადოებისთვის.
დამაინც, რადიკალურმა ოპოზიციამ კვლავ და უკვე მერამდენედ მოატყუა მათი მხარდამჭერები. აქციებზე ჯერ ხალხს გაფიცვისკენ და სამსახურების დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, თვითონ კი საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი ვერ თქვეს. ამის ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ სახედაკარგული ოპოზიცია მალე მე-11 მოწვევის პარლამენტში ვიხილოთ, იმ პარლამენტში, რომლის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და მაგალითი ახლო წარსულიდან 2020 წელი კარგია იმის საილუსტრაციოდ, თუ რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს რადიკალთა ნაბიჯებს.
ირაკლი გუნია





