• February

    11

    2025
  • 55
  • 0
არჩილ გორდულაძე – ამ ქვეყანაში სხვა ქალაქიდან გამოგზავნილი მითითებები არ ასრულდება, თუ ეს ქართველი ხალხის ინტერესებში არ იქნება, ყველამ კეთილი ინებოს და დემოკრატიულ არჩევნებს პატივი სცეს

არჩილ გორდულაძე – ამ ქვეყანაში სხვა ქალაქიდან გამოგზავნილი მითითებები არ ასრულდება, თუ ეს ქართველი ხალხის ინტერესებში არ იქნება, ყველამ კეთილი ინებოს და დემოკრატიულ არჩევნებს პატივი სცეს

ყველას შეუძლია, ასეთი დახმარებები საკუთარი თავისთვის შეინახოს, ასეთი მოთხოვნები იმ ქვეყნებს წაუყენონ, რომელთა პასპორტებიც ჯიბეში უდევთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს არ სურს, ვინმეს მითითებები შეასრულოს.

„საინტერესოა, ადამიანებმა მათ ქვეყნებში პოლიციელებს სახეში რომ ულაწუნონ და მაშხალები ესროლონ, რა რეაქცია ექნებათ? არ გვინდა, ვინმეს მითითებები ვასრულოთ. ჩვენს ქვეყანაში მითითებების შესრულების დრო დასრულდა. 70-წლიანი ისტორია გვაქვს, როცა მოსკოვიდან გვაძლევდნენ მითითებებს, ხოლო 100-წლიანი გამოცდილება გვაქვს, როცა მითითებები პეტერბურგიდან მოდიოდა. ამ ქვეყანაში სხვა ქალაქიდან გამოგზავნილი მითითებები არ ასრულდება, თუ ეს ქართველი ხალხის ინტერესებში არ იქნება. ყველამ კეთილი ინებოს და დემოკრატიულ არჩევნებს პატივი სცეს“, – განაცხადა გორდულაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor