• October

    22

    2025
  • 52
  • 0
არჩილ გორდულაძე – გახარიელებმა ჯერ დავალება მიიღეს, რომ ქვეყანა ეჯანჯღარებინათ, ახლა კი ახალი დავალება მოუვიდათ, პარლამენტში შემომივიდნენ

არჩილ გორდულაძე – გახარიელებმა ჯერ დავალება მიიღეს, რომ ქვეყანა ეჯანჯღარებინათ, ახლა კი ახალი დავალება მოუვიდათ, პარლამენტში შემომივიდნენ

ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ აქვს დაკარგული სახე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. გახარიელებმა ჯერ დავალება მიიღეს, რომ ქვეყანა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ჩართულ სხვა ე.წ. პარტიებთან ერთად უნდა ეჯანჯღარებინათ, ახლა კი ახალი დავალება მოუვიდათ, რომ პარლამენტში უნდა შემომივიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათი პატრონებისთვის ცალსახა გახდა, რომ „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის ერთმანეთისგან გამიჯვნა და მხარდაჭერის უგულებელყოფა მხოლოდ ქუჩაში გადატრიალების მცდელობით შეუძლებელია.

„ახლა ვხედავთ, რომ სახე აქვთ დაკარგული და მათ მიერვე შეფასებულ არალეგიტიმურ პარლამენტში შემოვიდნენ. ეს ადამიანები საუბრობენ, რომ 89 დეპუტატი არალეგიტიმურია და მხოლოდ და მხოლოდ გახარიას თორმეტეულია ლეგიტიმური. ამ აბსოლუტურ ოქსიმორონამდე არიან მისულები“, – განაცხადა გორდულაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor