• February

    10

    2026
  • 20
  • 0
არჩილ გორდულაძე – გვთხოვდნენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაგვეწესებინა და ეკონომიკა ჩამოგვეშალა, ამ დროს კი ბალტიის ქვეყნები კაუჩუკის, ღვინის თუ ვისკის ექსპორტით რეკორდებს ამყარებდნენ რუსეთში

არჩილ გორდულაძე – გვთხოვდნენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაგვეწესებინა და ეკონომიკა ჩამოგვეშალა, ამ დროს კი ბალტიის ქვეყნები კაუჩუკის, ღვინის თუ ვისკის ექსპორტით რეკორდებს ამყარებდნენ რუსეთში

ევროპის არარჩეული ბიუროკრატების მხრიდან ადგილი აქვს არათუ ორმაგ სტანდარტებს, არამედ უსტანდარტობას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნის პარალელურად, ბალტიის ქვეყნები რუსეთთან ვაჭრობის რეკორდებს ამყარებდნენ.

„ევროპარლამენტის რეზოლუციებში გვიწერდნენ, რომ რუსეთის მიმართ სანქციები დაგვეწესებინა და საქართველოს ეკონომიკა ჩამოგვეშალა. ამავე დროს ბალტიის ქვეყნები კაუჩუკის, ღვინისა თუ ვისკის ექსპორტით რეკორდებს ამყარებდნენ რუსეთში. იმაზე, რაც აქამდე დახურულ კარს მიღმა ხდებოდა და ხალხისთვის ნაკლებად ცნობილი იყო, ახლა უკვე საჯაროდ საუბრობენ. სამწუხაროდ, ევროპის არარჩეული ბიუროკრატების მხრიდან ადგილი აქვს უკვე არათუ ორმაგ სტანდარტებს, არამედ უსტანდარტობას“, – აღნიშნა გორდულაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor