• November

    6

    2025
  • 27
  • 0
არჩილ გორდულაძე – დემოკრატიული უკუსვლა იმ გაერთიანებაშია, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, მაგრამ ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიის ხელწერა ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაა

არჩილ გორდულაძე – დემოკრატიული უკუსვლა იმ გაერთიანებაშია, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, მაგრამ ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიის ხელწერა ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაა

დიფ სთეითის“ ევრობიუროკრატიის ხელში შანტაჟის ერთადერთი მექანიზმი ქართველ ხალხზე ზეწოლის განსახორციელებლად დარჩენილია ვიზალიბერალიზაცია. ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ქართველი ხალხი დასაჯონ იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის იღებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მცდელობაა, როგორმე ქართველები დააშანტაჟონ, რომლებიც „დიფ სთეითის“ მართულ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ საშუალებას არ აძლევენ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ.

„ვინმეს რაიმე ობიექტურობა თუ შერჩა, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ ინტერესი არ უნდა იყოს მიღებული. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ კეთილგონიერება აღარ არის დარჩენილი და ევროკავშირი დაცლილია ევროპულობისგანდემოკრატიულობისგან. სამწუხაროდ, დემოკრატიული უკუსვლა იმ გაერთიანებაშია, რომელიც, იდეაში, ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, მაგრამ ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიის ხელწერა ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაა. არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს უვიზო მიმოსვლის შეჩერების“, – განაცხადა გორდულაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor