• April

    2

    2026
  • 26
  • 0
არჩილ გორდულაძე – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს, მათი პოზიცია როცა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ხაზს უსვამს, რომ მავნებლები არიან

არჩილ გორდულაძე – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს, მათი პოზიცია როცა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ხაზს უსვამს, რომ მავნებლები არიან

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ საქართველოს კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს. ასევე, დადასტურებულად ვიცით, რომ 2003 წლიდან ისინი სრულად გასული არიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. წარმოუდგენიათ, რომ მათთან მიმართებით განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრა სარჩელის განხილვაზე, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის კონსტიტუციურობის საკითხს ეხებოდა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში პირდაპირ წერია, რომ მას აქვს უფლებამოსილება, ზეპირი მოსმენითაც და მის გარეშეც მიიღოს გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა კონკრეტულ საქმეს წარმოებაში. მაშინ, როდესაც საქმე სამართლებრივად აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და არ არსებობს არავითარი საფუძველი, რათა არა მხოლოდ განხილული და დაკმაყოფილებული იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შესაბამისი პოზიცია, არამედ მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს პირები მავნებლები არიან. საკანონმდებლო ჩარჩოზე წარმოდგენა არ აქვთ და სურთ, ყველაფერი მათზე იყოს მორგებული. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, სასამართლო სხდომის ჩატარება უნდოდათ, არის ის, რომ კიდევ ერთი ტრიბუნა ჰქონოდათ, რათა საზოგადოებისთვის თვალებში ნაცარი შეეყარათ. საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივად არგუმენტირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო და კიდევ ერთხელ ჩაფლავდა „ნაცმოძრაობის“ ბრძოლა კონსტიტუციისა და პარლამენტის წინააღმდეგ, ასევე, საკუთარი დანაშაულების დაფარვის მცდელობა. ისინი საგამოძიებო კომისიის წინაშე არ გამოცხადდნენ, შესაბამისი მტკიცებულებები არ წარადგინეს და ამით საქართველოს კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაარღვიეს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი სრულად დასაბუთებულია.

„ჩვენი პოზიციაა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი პარტიები 2003 წლიდან დღემდე კონსტიტუციას არღვევენ. ისინი ძირს უთხრიან საქართველოს სახელმწიფო წესწყობილებას და ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, ცდილობენ, ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები და დემოკრატიის საფუძვლები. შესაბამისად, ეს ყველაფერი კონსტიტუციითვეა გათვალისწინებული, როგორც კონკრეტული პარტიის საქმიანობის შეწყვეტის ერთ-ერთი პირობა. მოლოდინი გვაქვს, რომ განხილვების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც კონსტიტუციითვეა გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური შეფასებები ან ინსინუაციები შეიძლება მოჰყვეს. ევროპის მასშტაბით არაერთი ასობით გადაწყვეტილება არსებობს, როდესაც კონსტიტუციის ფარგლებს გასული პარტიები არაკონსტიტუციურად არიან ცნობილი და მათი საქმიანობა შეწყვეტილია. ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ და არა ხელის გადაგრეხვის პრინციპს, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო დამახასიათებელი. ქართველი ხალხის სახელით სამართლებრივად ვიბრძოლებთ, რათა ეს მავნებლები ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ველს და პოლიტიკური გარემო გაჯანსაღდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor