• March

    4

    2025
  • 67
  • 0
არჩილ გორდულაძე – მედიაში ისეთი მექანიზმებია საჭირო, რაც დიდ ბრიტანეთშია, თუ ამბობენ, რომ ცრუ ინფორმაციას არ ავრცელებენ, მათზე ცვლილებები არ გავრცელდება

არჩილ გორდულაძე – მედიაში ისეთი მექანიზმებია საჭირო, რაც დიდ ბრიტანეთშია, თუ ამბობენ, რომ ცრუ ინფორმაციას არ ავრცელებენ, მათზე ცვლილებები არ გავრცელდება

მედიის სფეროში საჭიროა ისეთი მექანიზმები იყოს, რაც დიდ ბრიტანეთშია, მედიებს ამ ცვლილებების შესრულებაზე თავად აქვთ ხელი მოწერილი, თვითრეგულირების ფარგლებში, მაგრამ არ ასრულებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებმა უნდა ახსნან, რაშია პრობლემა, თუ ამბობენ, რომ ცრუ ინფორმაციას არ ავრცელებენ, მათზე ცვლილებები არ გავრცელდება.

„საქართველოში ბრიტანული მოდელი როდესაც ჯერ არ არის ამოქმედებული, არსებობს თუ არა ცენზურა მედიებში? ასეთი რამე არ არსებობს. რაც კანონპროექტით არის გათვალისწინებული, ის ცვლილებები უკვე მოქმედებს თვითრეგულაციების ფარგლებში. ვინც ამბობს, რომ რაიმე საფრთხე შეექმნება, თავადვე აქვთ ხელი მოწერილი ქარტიაზე, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იქნება ჯეროვანი და ყველაფერს გააკეთებენ, რომ „ფეიკნიუსები“ არ გავრცელდეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. „ტვ პირველზე“ თქვეს, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე არაფერი უთქვამს. ეს მაშინ, როცა რამდენიმე დღით ადრე, ეუთო-ში ნიკოლოზ სამხარაძემ ე.წ. არჩევნები დაგმო და პარტნიორ ქვეყნებს მისი დაგმობისკენ მოუწოდა. არავითარი მექანიზმი არ არსებობს, რომ საზოგადოება ამ „ფეიკნიუსებისგან“ დაცული იყოს, ამიტომ საჭიროა, ისეთი მექანიზმები იყოს, რაც დიდ ბრიტანეთში არსებობს. მედიებს ამ ცვლილებების შესრულებაზე თავად აქვთ ხელი მოწერილი, თვითრეგულირების ფარგლებში, მაგრამ არ ასრულებენ. ახსნან, რაშია პრობლემა? თუ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ცრუ ინფორმაციას არ ავრცელებენ, მათზე ეს ცვლილებები არ გავრცელდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor