• April

    16

    2025
  • 55
  • 0
არჩილ გორდულაძე – სააკაშვილი ცდილობს, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სახე შეიცვალოს და თითქოს გაკეთილშობილდეს, თუმცა როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გამოსწორდება „ნაცი“

არჩილ გორდულაძე – სააკაშვილი ცდილობს, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სახე შეიცვალოს და თითქოს გაკეთილშობილდეს, თუმცა როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გამოსწორდება „ნაცი“

სააკაშვილი ცდილობს, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სახე შეიცვალოს და თითქოს გაკეთილშობილდეს, თუმცა როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გამოსწორდება „ნაცი“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის შეეცდება, ქვეყანაში მწამებელი რეჟიმი დააბრუნოს.

„დიფ სთეითი“ გლობალურად გარდაქმნის გზაზე დგას, უნდა, რომ სახე იცვალოს. ანალოგიურად, როგორც მათი პატრონები სახეს იცვლიან, მიხეილ სააკაშვილიც ცდილობს, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სახე შეიცვალოს და თითქოს გაკეთილშობილდეს. თუმცა როგორ შეიძლება, სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი ძალა, „ნაცმოძრაობა“ რამენაირად გაკეთილშობილდეს, ეს წარმოუდგენელია. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ ადამიანებს ზნის და ნირის შეცვლა არ შეუძლიათ. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გამოსწორდება „ნაცი“. „ნაცი“ ყოველთვის შეეცდება, რომ ქვეყანაში მწამებელი რეჟიმი დააბრუნოს. ამიტომაც მარცხდებიან არჩევნებში. მომავალში მათი ბედი ისეთივე ხელმოცარული იქნება, როგორც აქამდე იყო“, – განაცხადა გორდულაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული წინადადებები გამოაქვეყნა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა: „კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთავაზობ ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებას ელექტრონულად და კენჭისყრით“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor