• May

    15

    2025
  • 77
  • 0
არჩილ გორდულაძე – საქართველოს მიმართ დამოკიდებულება სამართლიანი უნდა იყოს და მისი ღირსების შელახვა არავინ უნდა სცადოს, „მეგობარი აქტი“ ტყუილებით არის გაჯერებული

არჩილ გორდულაძე – საქართველოს მიმართ დამოკიდებულება სამართლიანი უნდა იყოს და მისი ღირსების შელახვა არავინ უნდა სცადოს, „მეგობარი აქტი“ ტყუილებით არის გაჯერებული

საქართველოს მიმართ დამოკიდებულება სამართლიანი უნდა იყოს და მისი ღირსების შელახვა არავინ უნდა სცადოს. „მეგობარი აქტი“ ტყუილებით არის გაჯერებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ პარტნიორული ურთიერთობები მაღალ ხარისხში იყოს.

„მეგობარი აქტის“ სახელით მიღებულია „დიფ სთეითის“ მიერ მართული პროცესი, მტრული აქტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც ტყუილებით არის გაჯერებული. ამ დოკუმენტის ერთადერთი მიზანია, თემა აქტუალური იყოს და მასზე კომენტარები გაკეთდეს, ეს ადამიანები შეეცადონ, ქვეყანაში გაჩნდეს აღქმა, რომ ურთიერთობები გაფუჭებულია, თუმცა, ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები გვინდა. ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯებს, რომ პარტნიორული ურთიერთობები მაღალ ხარისხში იყოს. სამწუხაროდ, ისეთ პასუხებს ვიღებთ, რაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor