• December

    15

    2023
  • 100
  • 0
არჩილ თალაკვაძე – კანდიდატის სტატუსის მიღებით კიდევ ერთი ნაბიჯით დავუახლოვდით დიდი ქართული ოცნების შესრულებას, საქართველო იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო

არჩილ თალაკვაძე – კანდიდატის სტატუსის მიღებით კიდევ ერთი ნაბიჯით დავუახლოვდით დიდი ქართული ოცნების შესრულებას, საქართველო იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო

კანდიდატის სტატუსის მიღებით კიდევ ერთი ნაბიჯით დავუახლოვდით დიდი ქართული ოცნების შესრულებას, საქართველო იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მზად აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ეს არის ისტორიული მომენტი, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობაზე. მინდა, მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს, თანამემამულეებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ვუსურვო წარმატება. ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა რეფორმები, რომლებიც ჩვენ, ხელისუფლებამ გავატარეთ, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ხალხის მხარდაჭერა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება ატარებდა. საქართველო დღეს არის უფრო თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო. ჩვენ მზად გვაქვს სამოქმედო გეგმაც, რომლის განხორციელებასაც უკვე დავიწყებთ. ამით უკვე შესაძლებელი გახდება, ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსის მიღებით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით დავუახლოვდით დიდი ქართული ოცნების შესრულებას, რომელიც ჩვენი წინაპრებისა და შვილების სურვილია, საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ამას აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor