• October

    12

    2023
  • 100
  • 0

არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციას მიზანი აქვს, საქართველომ სტატუსი არ მიიღოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, ლამის ამბობენ, რატომ ჩამოვიდა ჩვენი მეგობარი და დახვდა ხელისუფლება მეგობრულად

ოპოზიციის სამეგობრო წრიდან ის პოლიტიკური ჯგუფები და სპიკერები გამოიკვეთა, ვინც ვიქტორ ორბანს და ჩვენს ხელისუფლებას აკრიტიკებენ ორმხრივი თანამშრომლობისთვის და ამ მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის აკრიტიკებენ, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მათ ერთადერთი მიზანია აქვთ, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამის საფუძველზე გარკვეული მღელვარება და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

„ამ ადამიანების სახეებს, სახელებსა და გვარებს თუ დავაკვირდებით, ზუსტად ემთხვევა იმ წრეს, რომლებიც ევროდერეფნებში თუ ღიად მედია სივრცეში საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან. ეს ის ხალხია, ვისაც სწყინს და ძალიან არ უნდათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ. მათ ერთადერთი მიზანია აქვთ, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამის საფუძველზე გარკვეული მღელვარება და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადონ. სხვა ახსნა ვერ ექნება იმას, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყანა სტატუსის მინიჭებაში მხარს გიჭერს და ამის საპასუხოდ კრიტიკული განცხადებებუთ გამოდიხარ. ლამის ამბობენ, რატომ ჩამოვიდა ჩვენი მეგობარი საქართველოში და რატომ დახვადა ჩვენი ხელისუფლება მეგობრულად. ვის, ვის და უნგრეთის პარლამენტსა და მთავრობას ნამდვილად არ ეკუთვნის კრიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან და საოკუპაციო ხაზთან ვიზიტებთან დაკავშირებით. ისინი არაერთხელ ყოფილან საოკუპაციო ხაზთან და პირდაპირი მხარდაჭერა აქვთ გამოხატული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ კუთხით კრიტიკა იმ ჯგუფისა და საერთო ხაზის ნაწილია, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებითვე, საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს წარმატებას უსურვებს და მმართველი გუნდი მასთან პოზიტიურ თანამშრომლობას ელოდება.

„არ მიგვაჩნია, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებში რაიმე დაძაბულობაა. პირიქით, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს მისიას, რომ ეს ურთიერთობები განვამტკიცოთ და განვაგრძოთ ჩვენი თანამშრომლობა, მეგობრობა ამერიკელ ხალხთან და ამერიკის ხელისუფლებასთან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, კელი დეგნანმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში უკვე ჩამოვიდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor