• October

    9

    2023
  • 113
  • 0
არჩილ თალაკვაძე – საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას სთავაზობს აზერბაიჯანსა და სომხეთს, ჩვენს ქვეყანას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში

არჩილ თალაკვაძე – საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას სთავაზობს აზერბაიჯანსა და სომხეთს, ჩვენს ქვეყანას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში

საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას სთავაზობს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანს და სომხეთს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ნდობაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვან სამუშაო ვიზიტს უმასპინძლა. პირდაპირი განცხადებები გაკეთდა, სადაც ჩანს, რომ საქართველო აზერბაიჯანისთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის არის საიმედო პარტნიორი. საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას სთავაზობს მეზობელ ქვეყნებს – აზერბაიჯანს და სომხეთს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ნდობაა და საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. რეგიონში ჩვენი მიზანი და როლია სწორედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა და საქართველო ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, ჩვენი შემდგომი განვითარება, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური“. ამასთან, ერთობლივი განცხადებების დროს ილჰამ ალიევმა აღნიშნა. „დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ და შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც წარიმართება სამმხრივი თანამშრომლობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით“. ალიევმა ასევე განაცხადა: „მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთის თანხმობა იქნება, მყისიერად დავიწყებთ შეხვედრებს აქ, საქართველოში“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor