• July

    13

    2024
  • 71
  • 0
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს დღეს ბევრად ძლიერი და ევროპული დემოკრატია აქვს, ვიდრე ჩვენ როცა ჩავიბარეთ ხელისუფლება, ამას ობიექტური შეფასება სჭირდება პარტნიორების მხრიდან

არჩილ თალაკვაძე – საქართველოს დღეს ბევრად ძლიერი და ევროპული დემოკრატია აქვს, ვიდრე ჩვენ როცა ჩავიბარეთ ხელისუფლება, ამას ობიექტური შეფასება სჭირდება პარტნიორების მხრიდან

ამაზე პასუხი და სიმართლე გახლავთ ის, რომ საქართველოს დღეს აქვს ბევრად უფრო განვითარებული დემოკრატია, ვიდრე ჩვენ როცა ჩავიბარეთ ხელისუფლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას გუშინდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, ამას სჭირდება პარტნიორების მხრიდანაც ობიექტური შეფასება.

„დღეს არის უფრო მრავალფეროვანი მედია, ვნახოთ ტელევიზიების და მედიაკომპანიების რაოდენობა, არის უფრო მრავალპარტიული პარლამენტი და ამისთვის კონკრეტული რეფორმები გატარდა, ეს არის არჩევნები და ეს სიტყვა პირდაპირ საერთაშორისო დამკვირვებლებმა ჩაწერეს არაერთ ანგარიშში. ბევრი სხვა მიმართულებით, იქნება ეს ბიუჯეტის გამჭვირვალობა, თვითმმართველობის განვითარება თუ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება, ყველა მიმართულებით საქართველოს დღეს აქვს უფრო ძლიერი და უფრო ევროპული დემოკრატია. შესაბამისად, ამას სჭირდება ობიექტური შეფასება ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც. ჩვენი ხელისუფლება საზოგადობასთან ერთად განაგრძობს დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, ჩვენ ჩავატარებთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს და საქართველო რეგიონში დარჩება, როგორც სამაგალითო ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების მხრივ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო დღეს არის უფრო ძლიერი სახელმწიფო.

„ჩვენი ჯარისკაცები მსოფლიოს ურთულეს წერტილებში იბრძოდნენ ნატო-ს და ჩვენი მოკავშირეების ჯარისკაცების გვერდიგვერდ, ყველაზე რთულ მომენტში არ დაუხევიათ უკან, გაიღეს საკუთარი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ახლა, ყველაფერთან ერთად, ვიგებთ, რომ დაფინანსება, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გამოყოფდა ქართველი ჯარისკაცებისთვის, თურმე არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტში მიემართება, რაც გაუგებარია. თუმცა საქართველო დღეს არის უფრო ძლიერი სახელმწიფო, აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თავდაცვის სისტემა და ჰყავს ძლიერი ჯარი. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გაზრდილი ბიუჯეტით, გაზრდილი ეკონომიკით დავაფინანსოთ ჩვენი ჯარისკაცები და თავდაცვის სისტემა. ამისთვის უკვე ინიცირებულია ცვლილებები ბიუჯეტში, არა მხოლოდ 100 მილიონი, არამედ კიდევ უფრო მეტი დაფინანსება ექნებათ და ჩვენი პარლამენტი მხარს დაუჭერს გაზრდილ ბიუჯეტს ჩვენი ჯარისთვის“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor