• March

    17

    2025
  • 110
  • 0
აუცილებელია თუ არა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიის გაკვეთილების დაბრუნება ?

აუცილებელია თუ არა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიის გაკვეთილების დაბრუნება ?

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, ,,GEO NEWS”-მა არაერთი სტატია მიუძღვნა ძალზედ მნიშვნელოვან საკითხს, კერძოდ, უნდა დაბრუნდეს თუ არა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიის გაკვეთილები და ამ საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიაც გახსნა, სადაც მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებული მხარე მიიწვია – ახლაც იწვევს. 

ჩვენ, ამ საკითხზე ადვოკატ ალექსანდრე კობაიძესაც ვესაუბრეთ, რომელიც მიიჩნევს, რომ დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რელიგიის გაკვეთილების სწავლა სასწავლო დაწესებულებებში აღდგეს.

მისივე თქმით, ბავშვმა ბავშობიდან უნდა იცოდეს  რელიგიის ისტორია, ლოცვა და სხვა რელიგიური საწყისები, რადგან ეს ხელს შეუწყობს მის განვითარებას, მის სულიერებასა და ადამიანად ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ალექსანდრე კობაიძე ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს, მათ შორის, საპატრიარქოს, საზოგადოების, განათლების სამინისტროსა და საკანონმდებლო ორგანოს ჩართვას.

ჩვენ ვთვლით, რომ მთავარი ღირებულება სწორი ფასეულობებით ადამიანების აღზრდაა, ამისთვის კი აუცილებელია, რომ საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, სათანადო სულიერების შემტანი აკადემიური დისციპლინები იყოს დანერგილი, მათ შორის, ისეთი, როგორიც რელიგიის გაკვეთილებია. 

მოგეხსენებათ, ეს საკითხი ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა, ხოლო საზოგადოების აზრი კი ორადაა გაყოფილი. დიახ, სკოლებში რელიგიის სწავლების აუცილებლობის საკითხი, მრავალმხრივ სადავოა და დამოკიდებულია საზოგადოების კულტურულ, ისტორიულ და იდეოლოგიურ კონტექსტზე.

გთავაზობთ პოზიტიურ მხარეებს :

რელიგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ისტორიაში, ხელოვნებაში და მორალურ ფასეულობებში. მისი სწავლება დაეხმარება მოსწავლეებს უკეთესად გაიგონ თავიანთი და სხვა კულტურები. გარდა ამისა, რელიგიური სწავლება შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეებს მორალური პრინციპების ჩამოყალიბებაში, რაც ხელს შეუწყობს ეთიკური საზოგადოებისა და ჰუმანური ღირებულებების განმტკიცებას.

სხვათა შორის, ბევრი ქვეყანა თვლის, რომ რელიგიის სწავლება სახელმწიფოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში ეხმარება.

დაბოლოს, ჩვენ, დარწმუნებული ვართ, რომ განათლების სამინისტრო და საკანონმდებლო ორგანო, საჭირო დროს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან სახელმწიფოს გაძლიერება და მოქალაქეების სწორი ღირებულებებით აღზრდა, მათი მთავარი მიზანი და პრიორიტეტია. 

თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor