• January

    17

    2025
  • 76
  • 0
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი სამუშაო ჯგუფის ფორმატში ორთაჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი სამუშაო ჯგუფის ფორმატში ორთაჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

მინისტრი დაზარალებული პირების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, მათ მხარდაჭერის მზაობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა დაზარალებულებს დროული დახმარება გაუწიოს და მათი ცხოვრების პირობები გააუმჯობესოს.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, 14 იანვარს შექმნილი სამუშაო ჯგუფი საჭიროებების იდენტიფიცირებას სწრაფი რეაგირების მიზნით 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს. ასევე, აფხაზეთის მთავრობაში მუშაობს ცხელი ხაზი – 143, სადაც დევნილებს უწყვეტად შეუძლიათ, დარეკონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor