• September

    27

    2025
  • 39
  • 0
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – ენგურის ხიდი, რომელიც დღეს გამოგონილ საზღვრადაა ქცეული, მალე გახდება საქართველოს გაერთიანების სიმბოლო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – ენგურის ხიდი, რომელიც დღეს გამოგონილ საზღვრადაა ქცეული, მალე გახდება საქართველოს გაერთიანების სიმბოლო

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან,  ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანები.

„დღეს, 27 სექტემბერს, ჩვენ ერთად ვიხსენებთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეს, სოხუმის დაცემას. ჩვენი ვალია, მუდმივად გვახსოვდეს ჩვენი გმირების ისტორია. მჯერა, რომ მათი ოცნება ერთიან საქართველოზე აუცილებლად ახდება და ენგურის ხიდი, რომელიც დღეს გამოგონილ საზღვრადაა ქცეული, მალე გახდება საქართველოს გაერთიანების სიმბოლო, რადგან წარმოუდგენელია აფხაზეთი უსაქართველოდ და საქართველო უაფხაზეთოდ. მჯერა, რომ დავბრუნდებით ჩვენს მიწაზე და აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად შევქმნით ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავალს“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირების – ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი საკუთარი სახლიდან დევნილად იქცა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor