• November

    27

    2025
  • 117
  • 0
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოში ისრაელის ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოში ისრაელის ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მთავრობის თავმჯდომარემ ისრაელელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

აფხაზეთის მთავრობის ცნობით, გიორგი ჯინჭარაძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვალიდ აბუ ჰაიას ისრაელის მთავრობის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor