• September

    23

    2025
  • 37
  • 0
აფხაზეთის მთავრობის წევრები საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდნენ

აფხაზეთის მთავრობის წევრები საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკვე არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. მხარეები შეთანხმდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის მიზნით კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე.

საუბარი შეეხო აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საბერძნეთში სხვადასხვა კულტურულ პროექტებში დევნილების ჩართულობის შესაძლებლობებს, ასევე ბერძენი ახალგაზრდების საქართველოში გაცნობითი და შემეცნებითი ხასიათის ვიზიტებს.

„ათენის მერს, ჰარის დუკასს მადლობა გადავუხადე თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების ხელშეწყობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა უფრო აქტიურ და მჭიდრო სახეს მიიღებს“. – განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

შეხვედრაში, რომელიც ათენის მერიაში გაიმართა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და ათენის მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor