• November

    4

    2024
  • 65
  • 0
აქციაზე, არც გვარამია გამოჩენილა თავისი კარვებით, არც სხვა რამ საინტერესო მომხდარა, დეჟავუ, დეჟავუ, დეჟავუ…

აქციაზე, არც გვარამია გამოჩენილა თავისი კარვებით, არც სხვა რამ საინტერესო მომხდარა, დეჟავუ, დეჟავუ, დეჟავუ…

მცირერიცხოვანი აქცია, კვლავ რადიკალური განცხადებები, ცრუ ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ, დაანონსებული პროტესტი და პარლამენტთან მობილიზებული პოლიცია, ასე ვითარდებოდა მოვლენები რუსთაველის გამზირზე, სადაც საავტომობილო გზა გადაკეტილი იყო. თუმცა ხალვათობა აშკარად შეიმჩნეოდა.

რადიკალები შემდგარ არჩევნებს ვერ ეგუებიან და ამ მოტივით ხვალ 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან მორიგ უპერსპექტივო აქციას აანონსებენ.

იყო მოწოდება და კვლავ დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით, რათა ცესკომ არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნიოს.

რუსთაველის გამზირზე ,,ნაცხროვის” სხვადასხვა სახეების სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობდა. იქ შეკრებილ ადამიანებს იმედები გაუცრუვდათ, ვინაიდან არაფერი ახალი ან მნიშვნელოვანი არ თქმულა.

როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც კონკრეტული გეგმა არ მოგვისმენია, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში იქნება წინააღმდეგობის კერები, თუმცა ამ მცირერიცხოვანი აქციით როგორ ესახებათ რადიკალებს ე.წ გამარჯვების მოპოვება, უცნობია.

ოპოზიციის აქციაზე ყოფილ ნაცპროკურორ გვარამიას  შეკრებილთათვის არ მიუმართავს, ალბათ ,,ჩირგვებში” იმალებოდა. არადა, ამ შეკრების ერთ-ერთი ,,მებაირაღედ” გვევლინებოდა, ურთიერთჩანაცვლების პრინციპით ის მელიამ ჩაანაცვლა, რომელიც საზოგადოებას პერმანენტულ აქციებს დაჰპირდა. ალბათ, ისევე შეასრულებს, როგორც წინა არჩევნებისას. 

ირაკლი გუნია

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor