• November

    18

    2024
  • 47
  • 0
აქციის მონაწილეებმა ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს

აქციის მონაწილეებმა ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს

ჭავჭავაძის გამზირი ამ წუთებში – რადიკალურმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.

ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.

მოძრაობა „დაფიონის“ წევრებმა ადგილზე მიიტანეს სხვადასხვა ნივთი, სამშენებლო მასალები და ტომრებით გზის ბლოკირება დაიწყეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათი პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა კონსტიტუციურია. მათი თქმით, გზის გახსნას არ აპირებენ.

ამასთან, თსუ-სთან იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. კერძოდ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები. ადგილზე არ მისულან „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ პარტიის ლიდერები. როგორც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განმარტეს, პროტესტს უერთდებიან, თუმცა კარვების გაშლაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მოამზადა ირაკლი გუნიამ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor