• February

    27

    2025
  • 86
  • 0
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა სამთავრობო პლატფორმის პირადი საკითხებისთვის გამოყენების გამო, ასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა სამთავრობო პლატფორმის პირადი საკითხებისთვის გამოყენების გამო, ასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა ასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, თანამშრომლები 15 სხვადასხვა სააგენტოში მუშაობდნენ. მათი სამსახურიდან გაშვების მიზეზი სამთავრობო ჩათპლატფორმის პირადი საკითხების განსახილველად გამოყენება იყო. კერძოდ, როგორც ირკვევა, აშშ-ის დაზვერვის თანამშრომლების ნაწილი სამსახურებრივ ჩათებში პოლიამორულ ურთიერთობებზე, სქესის შეცვლის ოპერაციებსა და პოლიტიკის საკითხებზე საუბრობდა.

„ფოქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაბარდმა განაცხადა, რომ უკვე გასცა განკარგულება ამგვარ განხილვებში მონაწილე ყველა პირის გათავისუფლების შესახებ. დასჯილ თანამშრომლებს ასევე შეუზღუდავენ საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომასაც. გაბარდის თქმით, სამსახურებრივ ჩათებს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო კურირებდა.

გაბარდის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ქცევა არღვევს „პროფესიონალიზმის ძირითად წესებსა და სტანდარტებს“.

გაბარდმა განაცხადა, რომ თანამშრომლების გათავისუფლება სადაზვერვო სამსახურებში არაკეთილსინდისიერად მოქმედი პირების გამოვლენის უფრო მასშტაბურ ძალისხმევის ემსახურება. საკადრო ცვლილებებმა, გაბარდის ჩანაფიქრით, უნდა აღადგინოს საზოგადოების ნდობა აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებისადმი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor