• February

    4

    2025
  • 75
  • 0
აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტიის წევრებმა USAID-ის შენობებთან აქციები გამართეს

აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტიის წევრებმა USAID-ის შენობებთან აქციები გამართეს

აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტიის წევრებმა USAID-ის შენობებთან აქციები გამართეს.

სენატისა და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატთა ჯგუფს არ მიეცა უფლება, შესულიყვნენ USAID-ის შენობაში.

„ჰილის“ ინფორმაციით, დემოკრატმა კანონმდებლებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას სააგენტოს დახურვის შესახებ, ტერიტორია ინციდენტების გარეშე დატოვეს.

ჯგუფს, რომელსაც სენატორი კრის ვან ჰოლენი ხელმძღვანელობდა, განუცხადეს, რომ USAID-ის ადმინისტრატორის ოფისი არ იყო ხელმისაწვდომი შეხვედრისთვის. ვან ჰოლენმა აღნიშნა, რომ კანონმდებლები მუშაობენ საქმის იურიდიულ წარმოებაზე, რათა შეაჩერონ ტრამპის ადმინისტრაცია და ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, რომ არ გააუქმონ USAID-ი.

„ის, რაც ტრამპმა და მასკმა გააკეთეს, არამხოლოდ არასწორია, ეს უკანონოა. USAID-ი დაარსდა კონგრესის აქტით და მისი დაშლა შესაძლებელია მხოლოდ კონგრესის აქტით“, – განაცხადა დემოკრატმა დონ ბეიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor