• August

    9

    2025
  • 88
  • 0
აშშ-ის საელჩო – აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აღნიშნავს, ეს არის შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისთვის

აშშ-ის საელჩო – აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აღნიშნავს, ეს არის შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისთვის

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აღნიშნავს, ეს არის შესაძლებლობა წინსვლისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, დონალდ ტრამპმა მხარეები ერთ მაგიდასთან შეკრიბა და შუამავლობა გაუწია შეთანხმებას, რომელმაც ათწლეულების კონფლიქტი დაასრულა.

„აშშ დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აღნიშნავს. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს მხარეები ერთ მაგიდასთან შეკრიბა და შუამავლობა გაუწია შეთანხმებას, რომელმაც ათწლეულების კონფლიქტი დაასრულა. ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის წინსვლისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისთვის, რომლის შედეგიც იქნება სავაჭრო შეთანხმებები და კეთილდღეობა როგორც ამერიკელი, ისე სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. ვულოცავთ ორივე ქვეყანას მშვიდობის ახალი ეპოქის დაწყებას“, – წერს აშშ-ის საელჩო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor