• March

    10

    2025
  • 81
  • 0
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა თეთრი სახლის მიმდებარედ შეიარაღებულ პირს ესროლეს და დაჭრეს

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა თეთრი სახლის მიმდებარედ შეიარაღებულ პირს ესროლეს და დაჭრეს

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა თეთრი სახლის მიმდებარედ შეიარაღებულ პირს ესროლეს და დაჭრეს. მედიის ინფორმაციით, დაჭრილი პირი ამჟამად ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც „როიტერი“ წერს, საიდუმლო სამსახურმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო ინფორმაცია კონკრეტული პირის შესახებ, რომელიც ინდიანიდან ვაშინგტონში მიემგზავრებოდა. მოგვიანებით აღნიშნული პირის მანქანა თეთრ სახლთან ახლოს აღმოაჩინეს. როდესაც ოფიცრები მამაკაცს მიუახლოვდნენ, მან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, რის შემდეგაც საიდუმლო სამსახურმა ცეცხლი გახსნა.

საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს დაზიანება არ მიუღიათ.

უსაფრთხოების სამსახურები ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სროლის დროს თეთრ სახლში არ იმყოფებოდა, ის ფლორიდაში მდებარე რეზიდენციაშია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor