• May

    29

    2025
  • 93
  • 0
აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დააკავეს მექსიკელი მიგრანტი, რომელიც დონალდ ტრამპს სროლით ემუქრებოდა

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დააკავეს მექსიკელი მიგრანტი, რომელიც დონალდ ტრამპს სროლით ემუქრებოდა

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის მიგრაციის სამსახურმა დააკავა მექსიკელი მიგრანტი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სროლით ემუქრებოდა. დაკავებული 54 წლის რამონ მორალეს რეიესია, რომელმაც წერილი გაუგზავნა აშშ-ის მიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) თანამშრომელს, სადაც აცხადებდა, რომ უახლოეს მომავალში „ძვირფას პრეზიდენტს თავში ტყვიას დაასვამდა“.

„ჩვენ დავიღალეთ ამ პრეზიდენტის მექსიკელებთან ჩხუბით – ჩვენ ამ ქვეყნისთვის უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე თქვენ, თეთრკანიანებმა”, – აღნიშნულია წერილში.

საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსმა და მედიის წარმომადგენელმა უნდა მიაქციოს ყურადღება ასეთ შემთხვევებს.

საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, მორალესი 1998-2005 წლებში აშშ-ში უკანონოდ, სულ მცირე, ცხრაჯერ შევიდა. ამჟამად ის ვისკონსინშია დაკავებული და დეპორტაციას ელოდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor