• October

    3

    2023
  • 96
  • 0
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკა კონგრესი იმის გამო, რომ მათ მიერ დამტკიცებულ დროებით ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული უკრაინისთვის დახმარების ხარჯები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკა კონგრესი იმის გამო, რომ მათ მიერ დამტკიცებულ დროებით ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული უკრაინისთვის დახმარების ხარჯები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკა კონგრესი იმის გამო, რომ მათ მიერ დამტკიცებულ დროებით ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული უკრაინისთვის დახმარების ხარჯები.

„მინდა, მეც გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ, უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერის მიუხედავად, რომელიც იბრძვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ ითვალისწინებს საჭირო მხარდაჭერას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მილერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას აქვს შესაძლებლობა, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს პერსპექტივაში, მათ უკვე ამოწურეს უსაფრთხოების დახმარებისთვის არსებული დაფინანსების უმეტესი წილი.

„პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარულ რეჟიმებს თუ მივცემთ საშუალებას, გააკეთონ ის, რაც სურთ სხვა სუვერენულ ქვეყნებში, მაშინ გაერო-ს მთელი წესდება განადგურდება. ჩვენ არ გვინდა, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც ამგვარი აგრესია შეიძლება მოხდეს სადმე, ნებისმიერ დროს“, – დასძინა მილერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor