
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო.
შესაბამისი ინფორმაცია სენატის საგარეო ურთიერტობათა კომიტეტის გვერდზე გავრცელდა. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება მოსმენა.
ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის სენატორმა, ბენ კარდინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა, სენატორებმა ჯიმ რიშმა, პიტ რიკეტსმა, კრის კუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს. აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცნობით, კანონპროეექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებისა და წევრებისთვის. დოკუმენტი მოიცავს ახალ სანქციებს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, ამავდროულად, „კანონპროექტი განამტკიცებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი“.





