• November

    5

    2024
  • 67
  • 0
აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ არჩევნებთან დაკავშირებული ყალბი ვიდეოჩანაწერები გამოააშკარავა

აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ არჩევნებთან დაკავშირებული ყალბი ვიდეოჩანაწერები გამოააშკარავა

აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ არჩევნებთან დაკავშირებული ყალბი ვიდეოჩანაწერები გამოააშკარავა.

როგორც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო იუწყება, ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყალბი მოწოდება ამომრჩევლებისადმი, რომ ხმა დისტანციურად მისცენ, რადგანაც თითქოსდა საარჩევნო უბნებზე ტერაქტების საფრთხე არსებობს.

ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში აცხადებენ, რომ „ეს მოწოდება საარჩევნო უბნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას არ ასახავს“.

ასევე ფედერალური საგამოძიებო ბიურო უარყოფს კავშირს ამ უწყების სახელით გავრცელებულ ვიდეორგოლთან, სადაც საუბარია არიზონას, ჯორჯიისა და პენსილვანიის ხუთ სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელების გარიგებაზე ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არჩევნების გაყალბების მიზნით.

„ყალბი მასალის დახმარებით საზოგადოების მოტყუება და ცრუ ინფორმაციის გავრცელება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს საქმიანობის შესახებ მიმართულია ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრისკენ და ჩვენი საარჩევნო სისტემისადმი ნდობის შერყევისკენ“, – ნათქვამია ფედერალური საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor