• August

    20

    2024
  • 74
  • 0
აშშ-ის შესაბამის უწყებებთან პარტნიორობითა და გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, სუს-მა ბათუმში აშშ-ის მოქალაქე დააკავა

აშშ-ის შესაბამის უწყებებთან პარტნიორობითა და გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, სუს-მა ბათუმში აშშ-ის მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან პარტნიორობის საფუძველზე, ქალაქ ბათუმში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების ერთი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული პირი არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნება.

„ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა დაკავებული პირის კუთვნილი ნივთები, მათ შორის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტროტექნიკა.

დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მიზნით“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor