• December

    27

    2024
  • 70
  • 0
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სასანქციო დადგენილების მიხედვით, „ბიძინა ივანიშვილი შეიყვანეს იმ პირთა სიაში, რომელთა მიმართაც დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა; დაიბლოკება ქონება, აქტივები, რომლებიც აშშ-შია განთავსებული“.

ამასთან ერთად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის „უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის“ ლიცენზია ნომერ 116-ში საუბარია ავტორიზაციაზე, რომელიც ენიჭება ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიების მონაწილეობით ფინანსურ ტრანზაქციებს. შესაბამისად, გენერალური ლიცენზიით, აშშ-ს მოქალაქეებს აქვთ უფლება, განახორციელონ ტრანზაქციები ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტს ფლობს ივანიშვილი, თუ ეს კომპანია ცალკე არ არის სასანქციო სიაში. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს ლიცენზია გარკვეულ ტრანზაქციებს არ ეხება.

ეს ლიცენზია არ ეხება სინგაპურის სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებული ტრანზაქციების ავტორიზებას, თუკი ეს ცალკე ნებართვა არ გაიცემა. შესაბამისად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს „კრედიტ სუისთან“ დავის მოგების შედეგად დადგენილ თანხას.

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმაც. მილერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს.

„აშშ ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. მისმა ქმედებებმა შესაძლო გახადა ადამიანის უფლებების დარღვევები და ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ“, – წერს მილერი სოციალურ ქსელში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor