• February

    26

    2026
  • 65
  • 0
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში დონალდ ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში დონალდ ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას და გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა.

„სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებული წვლილისთვის ექვსი ადამიანი ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე პატივი მიაგო ჩარლი კირკის ხსოვნას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში, ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მიმართვა“,- აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor