• February

    9

    2024
  • 106
  • 0
აშშ-ში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ კიევი რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის

აშშ-ში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ კიევი რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის

აშშ-ში უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვა აცხადებს, რომ კიევი რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ მან სააგენტო „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინელმა დიპლომატმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ამერიკელი კანონმდებლები ჩიხიდან გამოვლენ და დაამტკიცებენ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის დახმარებას ითვალისწინებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისი ხალხი გვყავს, ვინც მზად არის, იბრძოლოს. არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ ხომ საკუთარ სახლებს ვიცავთ, თუმცა ჩვენ სამხედრო აღჭურვილობა გვითავდება, განსაკუთრებით რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები“, – აღნიშნა მარკაროვამ.

უკრაინის ელჩი მიესალმა, სენატის გადაწყვეტილებას, განიხილოს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებას მოიცავს.

„მე მოხარული ვარ, რომ გადაწყვეტილებამ მიიღო ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ საბოლოო არ არის, თუმცა ეს სწორი მიმართულებით გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ამ მხარდაჭერის გაგრძელებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა დიპლომატმა.

შეკითხვაზე, რას გააკეთებს უკრაინა, თუ მიმდინარე წლის არჩევნების შედეგად აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დონალდ ტრამპი დაბრუნდება, მარკაროვამ აღნიშნა, რომ კიევმა მადლობა უნდა გადაუხადოს მას მისი ადმინისტრაციის დროს Javelin-ის ტიპის რაკეტების მიწოდებისთვის.

„ეს არის დემოკრატია. ჩვენ ვიმუშავებთ იმ პრეზიდენტთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი აირჩევს“, – განაცხადა მან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor