• January

    26

    2026
  • 29
  • 0
აშშ-ში ქარბუქის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

აშშ-ში ქარბუქის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

აშშ-ში ქარბუქის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ „სიენენი“-წერს.

ნიუ იორკის მერის, ზოჰრან მამდანის განცხადებით, ნიუ იორკში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, ნეშვილში, მისისიპისა და სხვა დაზარალებულ შტატებში ელექტროენერგია, შესაძლოა, დღეების განმავლობაში იყოს გათიშული.

აშშ-ში უამინდობის გამო 17 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. აეროპორტების დიდი ნაწილი დახურულია. სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ნიუ იორკში, ჩიკაგოსა და კლივლენდში, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სინოპტიკოსების ცნობით, აშშ-ში თოვლი, ქარბუქი, წვიმა და ყინვა მიმდინარე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor