
აშშ-ში წინასაარჩევნო პროცესები ისეთი დარღვევებით გამოირჩევა, რომელიც სრულად საარჩევნო მარათონის დისკრედიტაციას ახდენს
უპრეცენდენტო დარღვევების ფონზე, მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია აშშ-ში.
ამერიკის შეერთებული შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში ვითარება მწვავდება. ისმის ბრალდებები დაუდგენელ რეგისტრაციებზე და შეურაცხმყოფელი რიტორიკა საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ აქტორებს შორის.
საარჩევნო პროცესის ირგვლივ არსებული ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაამძაფრა, გუშინ საარჩევნო ყუთების აფეთქებამ, რა დროსაც ათასობით ბიულეტინი განადგურდა. ვინ ააფეთქა საარჩევნო ყუთები, ამ დრომდე უცნობია, თუმცა რამდენიმე საარჩევნო ყუთის აფეთქებაში ერთი და იგივე პიროვნება სახელდება.
დონალ ტრამპი და კამილა ჰარისი ამომრჩევლებს ე.წ მერყევ შტატებში ხვდებიან, რომელიც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გადამწყვეტად მიიჩნევა.
მერყევად მიიჩნევა ჯორჯიის შტატიც, სადაც სამმა მილიონმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით უკვე ისარგებლა.
როგორც მედია წერს, ეს ჯორჯიის შტატისთვის ამომრჩეველთა რეკორდული მაჩვენებელია.
ტრამპსა და ჰარისს შორის წინასწარი გამოკითხვებით, რეიტინგებში უმცირესი სხვაობაა, რაც ბუნებრივია, არჩევნების საბოლოო შედეგების პროგნოზირებას ართულებს.
ირაკლი გუნია




